მოგესალმებით ონლაინ მაღაზია Shtrikhi.ge-ს ვებგვერდზე. წინამდებარე პირობები არეგულირებს ვებგვერდით სარგებლობას და წარმოადგენს იურიდიულ შეთანხმებას კომპანიასა და მომხმარებელს შორის.

1. ზოგადი პირობები

  • ვებგვერდზე შეკვეთის განთავსებით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან გაქვთ შესაბამისი ნებართვა კანონიერი წარმომადგენლისგან.
  • მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საავტორო და ინტელექტუალური უფლებები; აკრძალულია ვებგვერდზე არსებული დიზაინების/ინფორმაციის სრული ან ნაწილობრივი კოპირება და გავრცელება.

2. შეკვეთის გაფორმება და ტრანზაქცია

  • პროდუქტის შესაძენად მომხმარებელმა სასურველი ნივთი უნდა დაამატოს ვირტუალურ კალათაში.
  • აუცილებელი პირობა: ტრანზაქციის განხორციელებამდე მომხმარებელმა უნდა მიუთითოს დეტალური და ზუსტი ინფორმაცია:
    • სახელი და გვარი
    • ზუსტი მისამართი
    • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
  • მხოლოდ ამ მონაცემების სრულყოფილად მითითების შემდეგ ხდება გადახდის ეტაპზე გადასვლა.
  • ანგარიშსწორება ხდება პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. კომპანია Shtrikhi არ ინახავს და ხელი არ მიუწვდება თქვენი ბარათის მონაცემებზე.

3. დამზადება და მიწოდების ვადები

პროდუქცია მზადდება ინდივიდუალურად და იგზავნება მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგ ვადებში:

ლოკაციადამზადება და მიწოდება
თბილისი3 – 5 სამუშაო დღე
რეგიონული ცენტრები5 – 7 სამუშაო დღე
სოფლები7 – 9 სამუშაო დღე

შენიშვნა: ვადების ათვლა იწყება შეკვეთის დადასტურებისა და ტრანზაქციის განხორციელების მომდევნო დღიდან.

4. დაბრუნების პოლიტიკა

კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, თუმცა პროდუქციის სპეციფიკიდან (ინდივიდუალური ბეჭდვა) გამომდინარე, მოქმედებს შემდეგი წესები:

  • დაბრუნების საფუძველი: პროდუქტი ექვემდებარება დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულია უშუალოდ პოსტერი.
  • კომპანია არ იბრუნებს ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მას დაზიანება არ აღენიშნება და მომხმარებელმა უბრალოდ გადაიფიქრა მისი შეძენა.
  • დაზიანებული ნივთის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანხის უკან დაბრუნებას 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

  • ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას (სახელი, მისამართი, ნომერი) მხოლოდ შეკვეთის დამუშავებისა და მიწოდების მიზნით.
  • თქვენი მონაცემები დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მაგ: საკურიერო მომსახურება).

6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასწორი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
  • კომპანია იტოვებს უფლებას, გააუქმოს შეკვეთა თაღლითური ან საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში.

Updating
  • No products in the cart.