ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ვიზუალს. ყველა პოსტერი იფუთება მყარ თეთრ მუყაოს ყუთში, რომელიც გაფორმებულია ვარდისფერი ლენტებით.
შენიშვნა: 2-3 პოსტერის შეძენის შემთხვევაში, შეფუთვის ღირებულებას ემატება 3 ₾.
როგორია მიწოდების პირობები და ფასები?
ჩვენი კურიერები მოგაკითხავენ საქართველოს ნებისმიერ წერტილში:
- თბილისი: 7₾ (3-5 სამუშაო დღე)
- რეგიონები: 8₾ (5-7 სამუშაო დღე)
- სოფლები: 10₾ (7-8 სამუშაო დღე)
რა მასალისგან მზადდება პროდუქცია?
ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტია, ამიტომ ვიყენებთ პრემიუმ მასალებს:
- ბეჭდვა: ფოტოები იბეჭდება Fujifilm-ის პროფესიონალური აპარატით, რაც უზრუნველყოფს ფერების სიმკვეთრეს და 100-წლიან გარანტიას (ფოტო არ ხუნდება).
- ჩარჩო: ჩვენი ჩარჩოები მზადდება უმაღლესი ხარისხის იტალიური ხისგან, რაც მათ გამძლეობასა და დახვეწილ იერს სძენს.
როგორ განვათავსო შეკვეთა?
პროდუქტის შესაძენად მომხმარებელმა სასურველი ნივთი უნდა დაამატოს ვირტუალურ კალათაში.
- აუცილებელი პირობა: ტრანზაქციის განხორციელებამდე მომხმარებელმა უნდა მიუთითოს დეტალური და ზუსტი ინფორმაცია:
- სახელი და გვარი
- ზუსტი მისამართი
- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი